წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
შენ კი, ჩემო კარგო, რატომ დარდობ? რატომ იტანჯები? დაანებე თავი წუთისოფელს და წუთისოფლის ამბებს. ყველანი მწირები ვართ ამქვეყნად. ქრისტეა ჩვენი ძმა და ნეტავ მის ქორწილში გავიხაროთ.
ეს წუთისოფელი, ჩემო ბიჭო, უამაოესია, ყოველივე ბოროტებით აღსავსე, ადამის გადასახლების ადგილი და შესაბამისად, ჩვენიც. და ნეტარია ის, ვინც ამ გადასახლებაში სწორად ივაჭრებს და ცხოვრებას უსაფრთხოდ გაივლის, რათა მარადიულად იხაროს და წმი... იხილეთ სრულად
სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული.
სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისაგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში.
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ.
ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში... იხილეთ სრულად