სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
ბედნიერნი არიან რწმენითა და სიყვარულით გამთბარნი, ისინი, ვინც მოყვასისათვის ცხოვრობენ და მათზე ზრუნვით დაილევიან, ვინც ჭეშმარიტებისათვის ათასგვარ შეურაცხყოფასა და განსაცდელს უდრტვინველად გადაიტანენ... ბედნიერნი ხართ, თუ აღასრულებთ... იხილეთ სრულად
ბევრმა არ იცის, რაოდენ სასიამოვნოა შრომით დაღლა, თუ მისი ნაყოფი სიკეთის მომტანია და სიხარულს ანიჭებს სხვებს.
პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშ... იხილეთ სრულად
სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ... იხილეთ სრულად
სიხარული ახალი აღთქმის ღვთაებრივი მელოდიის ძირითადი ტონალობაა. სიხარულის და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელია მაცხოვრის სიტყვები და მისი სასწაულები ცათა სასუფევლის გამოცხადება და მისი აღქმა.
ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.