მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები
მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები მშვიდობა, გამონათქვამები, ციტატები
ეკლესიის მთავარი მოვალეობა და დანიშნულებაა ხალხისა და ქვეყნისთვის მსხვერპლად შეწირული სამსახური, მსახურება აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც, საერთოდ ყველასთვის, მსახურება მშვიდობისა და სიყვარულისთვის. წმიდა იოანე ოქროპირი წე... იხილეთ სრულად
როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცად... იხილეთ სრულად
"მშვიდობა თქვენდა!" - ეს იყო აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები; რომ შეიცნო არსი და სიღრმე ქრისტეს აღდგომისა და შენც გახდე თანამოზიარე ამ დიადი ზეიმისა, ყოვლისმომცველი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თა... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა, მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ... იხილეთ სრულად
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, ... იხილეთ სრულად
თუ შევძლებთ, ყველასთან უნდა ვიყოთ მშვიდობით. ამიტომ, არა მარტო ჩვენ უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ სხვას, არამედ შევძლოთ ისიც, რომ სხვები არ იყვნენ ჩვენდამი ცუდად განწყობილნი.