ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები
ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები ნაყროვანება, მუცელღორობა, გამონათქვამები
ვინც ლომს უალერსებს, ხშირად იმორჩილებს მას, ხოლო ვინც სხეულს აამებს, მის გაუმაძღრობას აძლიერებს
როცა ხორცი გძლევს, შრომით შემუსრე იგი, თუ უძლურების გამო ეს არ ძალგიძს, მაშინ მღვიძარებით ებრძოლე
როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ კუჭი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან
კუჭი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო. რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს
ნაყროვანება თვალის ცდუნებაა, ზომას აგირევს, რადგან მუცელი ცოტას ითხოვს, მას კი ყველაფრის ერთად შთანთქმა სურს
თუ ერთ სადინარს დაუხშობ მას, მეორედან გამოედინება, თუ მასაც დაუხშობ, კიდევ სხვა მხრიდან გადმოხეთქავს და გძლევს
კუჭი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა
ვინც საკუთარ მუცელს ემსახურება და ამასთან სიძვის სულის დამარცხება სურს, იმას ჰგავს, ვინც ზეთით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას
ნაყროვანება არის სტომაქის თვალთმაქცობა, რადგან იგი, როცა მაძღარია, მოსთქვამს: "ცოტაა". გასკდომამდე ამოვსებული ყვირის - "მშია!"
მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია გამდიდრდეს