განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, - განსაცდელები და პრობლემები, - ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.
ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც, მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობი... იხილეთ სრულად
არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.
ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა.
ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტი ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან: იგი შენს შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და, სწორად მოქმედების შემთხ... იხილეთ სრულად
ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.
მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვის, რადგან თუ სულიერად განვ... იხილეთ სრულად
ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლ... იხილეთ სრულად
ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი ჩვენი გამოსწორებისათვის არის დაშვებული და ამიტომაც, სიმძიმის მიუხედავად, თავმდაბლობითა და მადლობით უნდა მივიღოთ იგი.