ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები
ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები ნაყროვანება, მუცელღორობა, გამონათქვამები
მთელი ძალებით აღუდექი წინ ამ მტანჯველს და მხნედ იყავი, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეს, რადგან თუ ცოტას მაინც გაირჯები, უფალი შეგეწევა
საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას და საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე გამოსცადე და ამგვარად მარხვის სარგებელს შეიცნობ
თუ შენ ქრისტეს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ კუჭიც შეავიწროვე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთქმას დაგარღვევინებს
ტყავის რუმბები, თუ კარგად უვლიან მათ, იჭიმება და გაცილებით მეტ სითხეს იტევს, ვიდრე უყურადღებოდ მიტოვებული, რომლებიც ჩვეულ ზომას ვეღარ უბრუნდებიან
იცოდე, რომ ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის კუჭს იპყრობს და გაძღომას არ აგრძნობინებს, თუნდაც მან მთელი ეგვიპტის სამყოფი ხორცი ჩანთქას და ნილოსის მთელი წყალი ამოაშროს
როდესაც ხორაგით სავსე მაგიდას უზიხარ, სულიერ თვალთა წინაშე სიკვდილი და სამსჯავრო წარმოიდგინე, რადგან ამ შემთხვევაშიც კი, ალბათ მცირედ თუ შესძლებ თავშეკავებას
სმის დროს მუდამჟამს შენი მეუფის ძმარი და ნაღველი გახსოვდეს და ამგვარად, ან ზომიერების ფარგლებში შეძლებ დარჩენას, ან უკიდურეს შემთხვევაში, იგლოვებ და დაიმდაბლებ თავს
მხიარულებისა და საჭმლით ნუგეშინისცემის ჟამი სრულთათვის უზრუნველობის ჟამია; მოღვაწეთათვის ჟამი ბრძოლისა, ხოლო ვნებით შეპწრობილთათვის დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმი
ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო ნაყროვანი მონაზონი შაბათს და კვირა დღეებშია გახარებული. მარხვაში დღეებს ითვლის, თუ რამდენი დარჩა აღდგომამდე და მრავალი დღით ადრე იმზადებს სანოვაგეს
თუ ხორცი გვძლევს, თავშეკავებით უნდა შევზღუდოთ იგი, ყოველ დროსა და ყოველ ადგილს. როცა ის მიწყნარდება (რისი იმედიც არ მაქვს ვიდრე სიკვდილამდე), მაშინ შეგიძლია, სხვათა წინაშე შენი თავშეკავება დამალო