მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც გველი ვერ გამოიცვლის ტყავს, თუ ვიწრო ხვრელში არ გაძვრა, ასევე ჩვენც ძველ, ცოდვისადმი მიდრეკილ მანკიერებებს და ძველი ადამიანის ცოდვის სამოსს ვერ გავიძარცვავთ, თუ არ ვივლით მარხვისა და თავდადების გზით.
როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშუალების გარეშე, ასევე, თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება
თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო წყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები... იხილეთ სრულად
როგორც ძლიერი წამლები კურნავენ მძიმე ავადმყოფობებს, ასევე მარხვა და ლოცვა განდევნის ავ ზრახვებს.