სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები
სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები სასოწარკვეთილება, უიმედობა, გამონათქვამები
კვლა იტყვის: "მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა.
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა".
რომლისამე სასო-წარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოვა ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას, თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუ კი ცოდვისაგან განშორება გნებავს, სასო-წარკვეთილების მიზეზი რა უნდა ... იხილეთ სრულად
მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაჭირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ... იხილეთ სრულად
ვინც იცის და ვისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია, რომ სასოწარკვეთილება მხოლოდ კაცთმოძულე დემონის მიერ თავსმოხვეული აჩრდილია, უსაშველობისა და უსასოების მანკიერებით მოცული.
არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.
არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ცოდვაშუ დაცემით შეურაცხვყოფთ უზესთაეს ღმერთს, ამიტომ ყოველთვის ჩვენი დარჩენილი ვალები თავმდაბლურად უნდა გამოვთხოვოთ უფალს. უფალი ჩვენი გადარჩენისთვის იღვწის, მაგრამ ადამიანთა დამღუპველი დემონი ... იხილეთ სრულად
ნუ დავიზარებთ, რომ გულმოწყალე უფალს მივმართოთ და არ მივეცეთ უზრუნველობასა და სასოწარკვეთას ჩვენ მიერ ჩადენილ ესოდენ მძიმე და ურიცხვ ცოდვათათვის. სასოწარკვეთა ეშმაკს სიხარულს ანიჭებს და როგორც წერილ არს, მომაკვდინებელი ცოდვაა (იხ. ... იხილეთ სრულად
სასოწარკვეთილება მორჩილზე დაკისრებულ ვალდებულებათა აუცილებელი შესრულებით უნდა განმაგდოთ. როდესაც ყველაფერი მოგვარდება, შენს გულს სასოწარკვეთა არ მიეკარება. მოიწყენენ ისინი, ვისაც საქმე რიგზე არა აქვთ. ასე რომ, მორჩილება ამ საშიში ... იხილეთ სრულად