სიკვდილის წინ ეშმაკი განსაკუთრებული გაბოროტებით ესხმის თავს ადამიანს, აღუძრავს სასოწარკვეთილებას,

სიკვდილის წინ ეშმაკი განსაკუთრებული გაბოროტებით ესხმის თავს ადამიანს, აღუძრავს სასოწარკვეთილებას, ურყევს რწმენას, სასოებასა და სიყვარულს ღვთის მიმართ, სულს აშფოთებს ჩადენილი ცოდვების გახსენებით, ეჭვს აღუძრავს ღმერთის გულმოწყალების მიმართ, აშინებს მარადიული სატანჯველის წარმოდგენით, ცდილობს შეაძრწუნოს სასოწარკვეთილებით, რაც არის სულის სიკვდილი.
    ამ დროს ავადმყოფმა განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ილოცოს ღვთის მიმართ, რომ მან განუმტკიცოს რწმენა, სასოება, სიყვარული მის მიმართ, არ დაუშვას, რომ მტერმა დაამძიმოს თავისი მანქანებით, დათრგუნოს სასოწარკვეთილებით, შეაშფოთოს ეჭვით, შიშით. სულის ნუგეშისცემისა და განმტკიცებისთვის სასარგებლოა ღვთისმოშიშ ადამიანთან საუბარი, კითხვა ან მოსმენა წმიდა წერილიდან დამამშვიდებელი ადგილებისა.
 
თემატური კითხვები
0