უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის.
შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34, 10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი სასოებასა, ხოლო სასოებამან არა ...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34, 10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხვინოს" (რომ. 5, 3, 4).
link
ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში ვნებათა დასაძლევად, ხოლო ზოგჯერ იმისთვის, რომ აგვარიდოს ცოდვა, რომელშიც ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით, ჩავვარდებოდით უზრუნველობისა და თავის განდიდებ...
იხილეთ სრულად
ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში ვნებათა დასაძლევად, ხოლო ზოგჯერ იმისთვის, რომ აგვარიდოს ცოდვა, რომელშიც ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით, ჩავვარდებოდით უზრუნველობისა და თავის განდიდების გამო. სნეულება ზოგ შემთხვევაში მცონარების გამო გვეძლევა, რათა გამოვფხიზლდეთ უზრუნველობაში ჩავარდნილნი და ვიზრუნოთ სულის გადარჩენაზე. ზოგჯერ ეს ხდება ჩვენი რწმენისა და მოთმინების გამოსაცდელად, რათა მომავალ ცხოვრებაში დ...
link
სნეულს ჯანმრთელობის აღსადგენად სამედიცინო საშუალებებით სარგებლობის დროს, დაჟინებით არ უნდა სურდეს, უთუოდ და სწრაფად გამოჯანმრთელდეს. კურნების იმედი უნდა დავამყაროთ არა წამალზე, არამედ ღმერთზე, რომელიც თავად ანიჭებს წამალს საკურნებ...
იხილეთ სრულად
სნეულს ჯანმრთელობის აღსადგენად სამედიცინო საშუალებებით სარგებლობის დროს, დაჟინებით არ უნდა სურდეს, უთუოდ და სწრაფად გამოჯანმრთელდეს. კურნების იმედი უნდა დავამყაროთ არა წამალზე, არამედ ღმერთზე, რომელიც თავად ანიჭებს წამალს საკურნებელ ძალას და განაგებს ავადმყოფობას. ამიტომ იმედი მხოლოდ ღმერთზე უნდა დავამყაროთ და სრულად უნდა მივენდოთ მის ნებას ყოველივეში, რაც და როგორც მოგვეწევა მოწყალე ღმერთის მიერ, რომელიც ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს. უკეთ იც...
link
სნეულს მართებს ყოველი სნეულება მიიღოს, როგორც ცოდვათა გამო ღმერთისგან წარმოგზავნილი მისაგებელი, რომელიც კურნავს, განწმენდს და განამტკიცებს სულს. სნეულება სათნოებებში სრულყოფის საშუალებაა. ამიტომ მართებს (სნეულს) დაითმინოს იგი ღმრთ...
იხილეთ სრულად
სნეულს მართებს ყოველი სნეულება მიიღოს, როგორც ცოდვათა გამო ღმერთისგან წარმოგზავნილი მისაგებელი, რომელიც კურნავს, განწმენდს და განამტკიცებს სულს. სნეულება სათნოებებში სრულყოფის საშუალებაა. ამიტომ მართებს (სნეულს) დაითმინოს იგი ღმრთის ნების მორჩილებით, სიმდაბლით, საკუთარი ცოდვების შეცნობით, სინანულით, მადლიერებით მამობრივი შეგონებისათვის, რომლის მიზანია გულის გამოსწორება და გადარჩენა.
link
სნეულება, როგორც ღვთისგან მოვლენილი სასჯელი, ყოველ ადამიანს ჰგვემს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები სისასტიკით; ზოგიერთი დაავადება იმდენად ულმობელია, რომ სხეულთან ერთად სულსაც მოაუძლურებს, სიცოცხლეს სამძიმოს ხდის და გადასცემს მას საშინელე...
იხილეთ სრულად
სნეულება, როგორც ღვთისგან მოვლენილი სასჯელი, ყოველ ადამიანს ჰგვემს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები სისასტიკით; ზოგიერთი დაავადება იმდენად ულმობელია, რომ სხეულთან ერთად სულსაც მოაუძლურებს, სიცოცხლეს სამძიმოს ხდის და გადასცემს მას საშინელებათა დედოფალს - სიკვდილს, რომელიც თითოეულ ადამიანს, თვით სულით ძლიერსაც კი, ძრწოლას ჰგვრის.
ამიტომ, ჩვენი ვალია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სნეულების ჟამს, რათა მისი სიმძაფრე შევამსუბუქოთ, სულისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ, უნდა...
link
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვ...
იხილეთ სრულად
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა. თუკი ამ ვნებებს სნეულებაც აღმოფხვრის, ნუღარ ვიშფოთებთ. უდიდესი ღვაწლია დაითმინო ავადმყოფობა და ღმერთს სამადლობელი გალობანი აღუვლინო.
link
თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე....
იხილეთ სრულად
თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე. საკუთარი ნებით არ ვისურვეთ მივახლოვებოდით ღმერთს ლოცვითა და მისი მცნებების აღსრულებით. და ღმერთი ავადმყოფობის გზით გვაიძულებს მოვიგონოთ ის და გვიხმობს თავისკენ, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ჭიმითა და აღვირითა უქცინ...
link
ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომელიც ჯანმრთელ მდგომა...
იხილეთ სრულად
ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომელიც ჯანმრთელ მდგომარეობაში აცდუნებენ, თავისკენ იტყუებენ. მას უკეთ შეუძლია ცოდვის სიბილწე შეიგრძნოს; სნეულების ჟამს სასარგებლოა ხშირი მსჯელობა ამის შესახებ. სიკეთის კეთება უნდა განვიზრახოთ და მტკიცედ გადავწყვიტოთ - დავთმოთ ცოდვილი სურვილები...
link
გამოჯანმრთელების შემთხვევაში გვმართებს ვმადლობდეთ ღმერთს, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელს. გვმართებს აღვასრულოთ ავადმყოფობის დროს მიღებული სასიკეთო გადაწყვეტილებები და წარვემატოთ სათნოებებში.