თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა

თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე. საკუთარი ნებით არ ვისურვეთ მივახლოვებოდით ღმერთს ლოცვითა და მისი მცნებების აღსრულებით. და ღმერთი ავადმყოფობის გზით გვაიძულებს მოვიგონოთ ის და გვიხმობს თავისკენ, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს" (ფს. 31, 9).
 
თემატური კითხვები
0