ავტორი:
ეპისკოპოსი პეტრე
ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში ვნებათა
ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში ვნებათა დასაძლევად, ხოლო ზოგჯერ იმისთვის, რომ აგვარიდოს ცოდვა, რომელშიც ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით, ჩავვარდებოდით უზრუნველობისა და თავის განდიდების გამო. სნეულება ზოგ შემთხვევაში მცონარების გამო გვეძლევა, რათა გამოვფხიზლდეთ უზრუნველობაში ჩავარდნილნი და ვიზრუნოთ სულის გადარჩენაზე. ზოგჯერ ეს ხდება ჩვენი რწმენისა და მოთმინების გამოსაცდელად, რათა მომავალ ცხოვრებაში დიდი ჯილდო მივიღოთ.
|