სნეულება, როგორც ღვთისგან მოვლენილი სასჯელი, ყოველ ადამიანს ჰგვემს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები

სნეულება, როგორც ღვთისგან მოვლენილი სასჯელი, ყოველ ადამიანს ჰგვემს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები სისასტიკით; ზოგიერთი დაავადება იმდენად ულმობელია, რომ სხეულთან ერთად სულსაც მოაუძლურებს, სიცოცხლეს სამძიმოს ხდის და გადასცემს მას საშინელებათა დედოფალს - სიკვდილს, რომელიც თითოეულ ადამიანს, თვით სულით ძლიერსაც კი, ძრწოლას ჰგვრის.
    ამიტომ, ჩვენი ვალია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სნეულების ჟამს, რათა მისი სიმძაფრე შევამსუბუქოთ, სულისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ, უნდა ვიცოდეთ, რისი აღსრულება გვმართებს, რომ სიკვდილის უზომოდ არ გვეშინოდეს და მას ზედმეტი შფოთის გარეშე შევხვდეთ.
 
თემატური კითხვები
0