ოჰ, რა ამაოა ყოველივე, რაც ამ ამაო სოფელს ეკუთვნის!
დიადი მოწოდებისკენ ვიაროთ, რადგან გვიახლოვდება დრო!
ვინც ბოლომდე დაითმენს, მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას
ამაზე ვიფიქროთ და ვნახოთ, გვაქვს თუ არა მოთმინება და სიმამაცე ეშმაკთან ბრძოლისთვის, წმინდა სიყვარული, განკითხვისა და ძვირისზრახვისგან თავისუფალი ენა.
სულიერი ცოდნის მატება თანდათანობით ამსუბუქებს
უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სა...
იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სასძლოში, საუკუნო ქორწილის გამოუთქმელ სიხარულში შეუძღვება!
link
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამია...
იხილეთ სრულად
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება, მაშინ, ჰოი, რა სასჯელს დავიმსახურებთ ჩვენ, თუ მოთმინებას, თავის იძულებას, მორჩილებასა და ყველაფერს, რასაც უტკბესი იესოს უღელი მოითხოვს, გათხოვილ ქალზე მეტად არ გამოვიჩენთ! ამრიგად, მოვალენი ვართ ვაჩ...
link
როგორი იყო წმინდა მამების მოღვაწეობის პირველი წლები!
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო.
link
მხნეობასა და მოთმინებას ნურასოდეს დაკარგავ!