ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდა... იხილეთ სრულად
მთავარია, ადამიანი თავის სინდისთან და ღმერთთან იყოს მართალი და მაშინ უფლის თანადგომას ყოველთვის იგრძნობს. "იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის" - გვასწავლის ბიბლია.
მინდა მივმართო ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ გაჭირვებულს, საერთოდ ყველა ადამიანს: თქვენ გყავთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი, სიკეთის, სიხარულის, მშვიდობის, სიბრძნის, ბედნიერების მომნიჭებელი უერთგულესი თანამდგომი, - შემოქმედი ჩვენი ... იხილეთ სრულად
ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა საერთოდ ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედთა... იხილეთ სრულად
"ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი (მათე 10, 37-39), - ბრძანებს მაცხოვარი. რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა? იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს... იხილეთ სრულად
ღმერთია ჩვენი პატრონი, ერთადერთი იმედი და ნუგეში ჩვენი, ჩვენ კი იგი მხოლოდ ხანდახან, ისიც გაჭირვების ჟამს, გვახსენდება, მაშინ, როცა თუ სწორად ცხოვრება გვსურს, მუდამ უნდა ვიყოთ მასთან, მუდამ უნდა გვქონდეს განცდა მისი სიახლოვისა.
ღმერთი არის სათავე და მიზეზი ყოვლისა, წყარო სიცოცხლისა სადაც ცხრება ვნებები, წყნარდება შეურიგებელი, დაპირისპირებული ენერგიები, რადგან შემოქმედისაგან ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.
დღეს ძლიერნი ამა სოფლისანი გავლენის სფეროებისთვის იბრძვიან, მთავარი კი ავიწყდებათ. როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და ... იხილეთ სრულად
ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.
ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.