უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქ...
იხილეთ სრულად
უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქებია. ჩვენ კი როდესაც ვიტანჯებით, იგი მხარში გვიდგას და ჩვენს მწუხარებას იზიარებს.
სად პოვებს ადამიანი თავის ტანჯვის მიზეზს: საკუთარ თავში, თავის მშობლებში თუ გარშემომყოფ ადამიანთა შორის. გონიერი ადამიანისთვის დამახასიათებელია, ტანჯვის დასაბამი და მიზეზი, უპირველესად საკუთარ თავში მოიძიოს. უგუნური კი სხვათა დადა...
იხილეთ სრულად
სად პოვებს ადამიანი თავის ტანჯვის მიზეზს: საკუთარ თავში, თავის მშობლებში თუ გარშემომყოფ ადამიანთა შორის. გონიერი ადამიანისთვის დამახასიათებელია, ტანჯვის დასაბამი და მიზეზი, უპირველესად საკუთარ თავში მოიძიოს. უგუნური კი სხვათა დადანაშაულებას არ დააყოვნებს. გონიერი არ ივიწყებს სიჭაბუკის ცოდვებს, და ამ ხსოვნას უფლისადმი შიში ახლავს, მათ გამო სასჯელს მოელის. უგუნური კი გულმავიწყია, მან გონებიდან მთელი თავისი უკეთური საქმეები წარხოცა და როდესაც მწუხარ...
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობა ჩამოყალიბდეს.
ავადმყოფი ბავშვის ემოციური ცხოვრება შესაძლოა უფრო ღრმა იყოს, ვიდრე ჯანმრთელისა. უფრო ხშირად, სნეული ბავშვები მეტ გულისხმიერებასა და სითბოს იჩენენ მშობლების მიმართ. თუ ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, ავადმყოფი ბავშვები გულმოწყალებას ასწავლ...
იხილეთ სრულად
ავადმყოფი ბავშვის ემოციური ცხოვრება შესაძლოა უფრო ღრმა იყოს, ვიდრე ჯანმრთელისა. უფრო ხშირად, სნეული ბავშვები მეტ გულისხმიერებასა და სითბოს იჩენენ მშობლების მიმართ. თუ ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, ავადმყოფი ბავშვები გულმოწყალებას ასწავლიან თავიანთ მშობლებს. სიკეთის კეთება - უკვე დიდი ბედნიერებაა, ამიტომ სნეულებთან ურთიერთობა და მათთვის დახმარების გაწევა სულიერი სიხარულის მომნიჭებელია.ბავშვის მკვლელობა - ადამიანის ცხოვრების ყველა ზნეობრივი ორიენტირის მო...
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28, 20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტე...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28, 20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.
თუ ღარიბი ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და, ამასთან, ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება
მოგვითხრობენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბევრს შრომობდა და მთელ მონაგარს მოწყალებად გასცემდა, ხოლო თავისთვის მხოლოდ აუცილებელს იტოვებდა. მაგრამ ცოდვისმიერმა ზრახვამ შთააგონა: შეაგროვე შენთვის ცოტაოდენი ფული, რათა, როდესაც დაბერდ...
იხილეთ სრულად
მოგვითხრობენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბევრს შრომობდა და მთელ მონაგარს მოწყალებად გასცემდა, ხოლო თავისთვის მხოლოდ აუცილებელს იტოვებდა. მაგრამ ცოდვისმიერმა ზრახვამ შთააგონა: შეაგროვე შენთვის ცოტაოდენი ფული, რათა, როდესაც დაბერდები, ანდა ავად გახდები, საშინელ გასაჭირში არ ჩავარდე. და მართლაც, იწყო მან შეგროვება და ქოთანი ფულით აავსო. ერთხელაც ავად გახდა – ფეხმა ლპობა დაუწყო – და მთელი ფული ექიმებს შეალია, მაგრამ შვება ვერ მიიღო. ბოლოს მივიდა მა...
ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ისაა, როდესაც ადამიანისაკუთარ თავს ჩააგონებს, რომ ის რაღაცითაა დაავადებული. ამ აზრის გამოისობით ადამიანს შფოთი ახრჩობს, აღაგზნებს, მადასა და ძილს უკარგავს, აიძულებს, რომ წამლები მიიღოს. მესმის, როდესაც...
იხილეთ სრულად
ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ისაა, როდესაც ადამიანისაკუთარ თავს ჩააგონებს, რომ ის რაღაცითაა დაავადებული. ამ აზრის გამოისობით ადამიანს შფოთი ახრჩობს, აღაგზნებს, მადასა და ძილს უკარგავს, აიძულებს, რომ წამლები მიიღოს. მესმის, როდესაც ნამდვილად ავადმყოფი ადამიანი მკურნალობს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია, გავუგო მას, ვინც სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში წარმოიდგენს, ავად ვარო და მერე თავისივე წარმოდგენის გამო მართლაც ავად გახდება. მაგალითად, ადამიანი სულ...