მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მოთმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვალებას და მოშურნეობას უნარჩუნებს.
მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ... იხილეთ სრულად
გისურვებ, შვილო, ღვთის უსაზღვრო მოთმინების ერთი წვეთი დაეცეს შენს სულს, რომ იქ მოთმინების ციხესიმაგრე ააგოს და საუკუნო ცხოვრების ულევ საუნჯეს მიაგნო.
რაც უფრო იტანჯება კაცი სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი გასაჭირით, თანაც ამას შეგნებულად ითმენს და ღმერთს მადლობს, უფალი უთუოდ ვალდებული ხდება ღვთიური ნუგეში მოუვლინოს და სული გაუხალისოს. მაგრამ თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ... იხილეთ სრულად