ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს,

თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება, მაშინ, ჰოი, რა სასჯელს დავიმსახურებთ ჩვენ, თუ მოთმინებას, თავის იძულებას, მორჩილებასა და ყველაფერს, რასაც უტკბესი იესოს უღელი მოითხოვს, გათხოვილ ქალზე მეტად არ გამოვიჩენთ! ამრიგად, მოვალენი ვართ ვაჩვენოთ ჩვენი აღმატებული მოწოდების, მომავალი საუკუნო ზეციური მონაგებისა და ჯილდოების ღირსი მოქალაქეობა.
თემატური კითხვები
0