ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშ... იხილეთ სრულად
ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
რა არის სიყვარული? შესანიშნავად წერს ფილოსოფოსი პლატონი: "ერთიანობის, მთლიანობის დაუოკებელი სურვილი და მისდამი სწრაფვა არის სიყვარული" (პლატონი, მ. 1990, ტ. II, გვ. 120). მაგრამ სიყვარულის არსს ყველაზე ღრმად და ნათლად მაინც წმი... იხილეთ სრულად
ღმერთი არ არის თანასწორობა, ღმერთი სიყვარულია. უთანასწორობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის მამოძრავებელი. ვიდრე სიყვარული და სიმართლე სუფევს, არავინ ფიქრობს თანასწორობაზე, არავინ დავობს მასზე. როცა სიყვარული დაიშრიტება, ა... იხილეთ სრულად
სამყაროს სიდიადეს ადამიანი მხოლოდ მაშინ გააცნობიერებს, როცა ირწმუნებს, რომ ეს ქვეყანა სრულყოფილი სულის მიერაა შექმნილი.
ყველაზე უღირსი ადამიანიც კი ღმერთს ცხოვრებაში სამჯერ გაიხსენებს - როდესაც ხედავს მართალ ადამიანს, რომელიც მისი მიზეზით იტანჯება, როდესაც სხვისი მიზეზით თავად იტანჯება და როდესაც აღსასრულის ჟამი მოაწევს.
ღმერთს ადამიანი პრიმიტიული და მონოტონური არსებობისთვის არ შეუქმნია. მხოლოდ მიწის დამუშავება და მესაქონლეობა არ განუჩინა მას, უფალს ადამიანის სულიერი სრულყოფა ესათნოება.
უფლისთვის ცალკეული ადამიანი არანაკლებ ღირებულია, ვიდრე ქვეყნები და ერები, რამეთუ თითოეული სულის ცხონება მისი კეთილი ნებაა.
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.