სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თავის დამდაბლება ის ადგილია, რომელზეც სიმშვიდე აშენდება
ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია
თავმდაბლობის სრულყოფილება ისაა, რომ სიხარულით აიტანო ცრუ ბრალდებები
თუ შენს თავზე თავმდაბლურად იფიქრებ, ყველგან იპოვი სიმშვიდეს, სადაც უნდა იყო.
თავმდაბალნი სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებელნი არიან, რადგან საკუთარ სისუსტეებს გრძნობენ.
როგორც მიცვალებული არ ჭამს, ასევე თავმდაბალს არ შეუძლია ადამიანის განსჯა მაშინაც კი, თუ მისგან კერპების თაყვანისცემას ნახავს.
თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ამ წუთისოფელშიც და იმქვეყნადაც, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს უთხარი: - "ვინ ვარ მე?" და ნურავის განიკითხავ.
ვისაც საკუთარი ცოდვები ახსოვს, იგი ადვილად მოიპოვებს თავმდაბლობას
საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელად წარმოიდგინე და სიმშვიდე გექნება.
სიმშვიდეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ის, ვისაც არ შეუძლია, თავი ყველაზე მეტად დაიმდაბლოს და ყველას მსახური იყოს.