ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საკუთარი ჩრდილიც აშინებს.
რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოების იგი ყოველსა შინა საქმესა მტერისასა და ნებასა მისსა. რომელსა არა ეშინის ღმრთისა, მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა, შეეყვის იგი შუებათა დიდთა და განსუენებათა და დიდებათა, დაიძ... იხილეთ სრულად
რომელსა თანა არს შიში ღმრთისა, არა ოდეს უდბად დაიძინის, არამედ ყოველსა ჟამსა მღვიძარედ ზრუნავნ იგი სულისა თვისისა ცხოვრებისათვის. რომელსა ეშინის ღმრთისა, არა ოდეს ძილითა განძღის იგი, არამედ სულითა ფრთხილითა მოელინ იგი მოსლვასა უფლ... იხილეთ სრულად
ნეტარ არს კაცი იგი, რომელსა თანა არს შიში ღმრთისაი ყოვლადვე, და რამეთუ სული წმიდაი მისცემს ყოვლადვე ნეტარებასა, ვითარცა წერილ არს: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებანი მისნი ჰნებავნ ფრიად. და იხსნეს იგი უფალმან ხელთაგ... იხილეთ სრულად
ნეტარია ის კაცი, რომელსაც ისე ეშინია ღვთისა, როგორც ბრალდებულს - თავისი მსაჯულისა
ვინც ღვთის შიში მოიხვეჭა, ის სიცრუეს განერიდა, რადგან მოუსყიდველი მსაჯული - სინდისი ახლდა თან
ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, ხოლო სრული სიყვარული - ღვთისმეტყველების დასაბამი
რამდენადაც იკლებს სიყვარული, მით შიში იმატებს; რადგანაც, ვისაც შიში არა აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან - სულით მკვდარია