წმ. იოანე ოქროპირი - ღვთის შიში
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: ღვთის შიში,  ბოროტი გულისთქმანი,  მეორედ მოსვლა

იყავნ მარადის შიში ღმრთისა გონებასა შენსა...
    აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახუილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახუილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღეგზნენ ცანი და დაიწუნენ სამყარონი, დადნენ და დაიხსნენ, და ქუეყანაი და საქმენი მისნი დაიწუნენ. რაჟამს დამოცუივენ ვარსკულავნი, ვითარცა ფურცელნი, მზე და მთოვარე დაბნელდენ. რაჟამს-იგი გამოჩნდეს ძე ღმრთისაი გარდამომავალი ზეცით ქუეყანად და ძალნი ცათანი იძრვოდიან წინაშე მისა. რაჟამს-იგი ერთი-ერთსა უსწრობდენ გუნდნი ანგელოზთანი და ხმაი საყუირისაი დასწუვიდეს ყოველსა და დაინთქმოდის უკეთურებაი. და იყუნენ გარემოის მისა სასტიკებაი ქართაი და ძრვანი საშინელნი, და ქუხილნი საზარელნი, და მეხის-ტეხანი შესაძრწუნებელნი, რომელ ეგევითარი არაოდეს ყოფილ არს და არცა ყოფად არს ვიდრე მუნ ჟამამდე, რამეთუ ძალნი ცათანი შიშითა ძრწოდიან ზარისა მისგან საშინელისა, რომელი იყოს მას დღესა შინა.
image
 
თემატური კითხვები