აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
თუ შენ, კაცო, შესცოდე რაიმე, წადი ჩქარა, დაუყოვნებლივ მოძღვართან, განიწმინდე სინიდისი აღსარებით და ნუ დაელოდები მარხვას, როგორც მას უმეცარი ერისკაცნი სჩადიან. აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული გაგეთხვარა, უცებ გამოიცვლი და გარეცხავ... იხილეთ სრულად
ნუ ყოყმანობთ, ნუ გერიდებათ. რაც არ უნდა ჩაიდინოთ, თუნდაც უდიდესი ცოდვა, მოძღვარი ქრისტესგან უფლებამოსილია მოგიტევოთ თქვენ და თავისი ოლარი გადაგაფაროთ.
დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა. სინანული და აღსარება - აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევა ადამიანებისათვის - შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლე... იხილეთ სრულად
ამ საიდუმლოს აგრეთვე აღსარების საიდუმლოც ეწოდება, თუმცა ცოდვათა აღიარება მისი მხოლოდ პირველი, შესავალი ნაწილია, რაც სულის გულწრფელად გახსნისა და საკუთარ ცოდვათა გააზრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ.
ნემსით ჩხვლეტა დიდ ტკივილს არ აყენებს; მაგრამ თუკი ვინმეს აზრად მოუვიდოდა, საკუთარი სხეული დიდხანს დაეჩხვლიტა ერთსა და იმავე ადგილას, მაშინ ასეთ ხუმრობას საზიანო შედეგები მოჰყვება, რადგან ზოგჯერ ძლივს შესამჩნევ ნაჩხვლეტს იმდენად ძ... იხილეთ სრულად
ძალიან თანავუგრძნობ აღსარებაზე მოსულს, მტკივა მასთან ერთად, მტკივა და ვტირი. წმინდა დავითს ვევედრები, რომ აღსარების შემდეგ დამავიწყოს რაც ზედმეტია და დამამახსოვრდეს მხოლოდ ის, რისთვისაც უნდა ვილოცო. ვლოცულობ მომნანიებლისათვის, მაწ... იხილეთ სრულად
ჩემთვის იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, რომ საათობით ვიჯდე სააღმსარებლოში და ადამიანი შევარიგო ღმერთთან.
ვინაიდან თავდაპირველად გამოუცდელი ვიყავი, აღსარებაზე მოსულ ბერებსა და ერისკაცებს მძიმე ეპიტიმიას (საკანონოს) ვუწესებდი, და ეს გამოუცდელობით მომდიოდა. როცა მშიერი ვარ, მაშინ უკეთ მესმის ადამიანის სულის.