გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას.
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს... იხილეთ სრულად
იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ ამოსული სარეველა, რათა ისინი არ გაიზარდონ და არ მოაშთონ ხორბალი. იჩქარეთ, მოსპოთ გველის კვერცხი, ვიდრე დაიბადებოდეს შხამიანი და მომაკვდინებელი გველი. იჩქარეთ, ამოძირკვოთ შინაგანი სამსხვერპ... იხილეთ სრულად
რაც შეიძლება, სწრაფად განდევნე გულიდან ყოველგვარი ცოდვილი ზრახვა, როგორც მეყსეულად იცილებ ტანსაცმლიდან პატარა ნაპერწკალსაც კი, რომელიც მას მოხვდა.
რისი ჩადენაც ადამიანთა წინაშე საშინელია, მის შესახებ გულში გაფიქრებაც კი საშინელია ღვთის წინაშე.
უფრო ღრმად ჩაიხედე საკუთარ გულში: თვითონვე დაინახავ, რომ ყოველგვარ ბოროტ ფიქრს, სურვილსა და საქმეს შენთვის სირცხვილი და აუგი მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის შენი აზრები, სურვილები და საქმეები. მაგრამ დადგება დრო, როდესაც... იხილეთ სრულად
ნელ-ნელა ვასწავლოთ ჩვენს გულს, რომ ყოველ ძმაზე თქვას: "ჭეშმარიტად, ის ჩემზე უკეთესია". ამრიგად თანდათან ისწავლი, საკუთარი თავი სხვებზე უარესად მიიჩნიო.
თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვ... იხილეთ სრულად