ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პატივი თავისთვის დაიტოვა, როგორც ანგელოზებმა ბრძანეს: "დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლკ. 2, 14). და თუ კი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხო...
link
817. როგორ შევიძინოთ წყენათა მიტევების ნიჭი?
683. რა მოელის ამქვეყნიური პატივის მძებნელს?
533. ცხრება თუ არა პატივმოყვარეობის სენი ასაკის მატებით?
502. როგორ ესხმის ადამიანებს თავს პატივმოყვარეობის ეშმაკი?
369. რას შეიძლება შევადაროთ პატივმოყვარეობა?
224. ძირითადად რა გზით გვესხმიან თავს ბოროტი სულები?
პატივმოყვარეობა და სიამაყე ბადებს ფუფუნებისაკენ სწრაფვას, იმის სურვილს, რომ რამენაირად გამოირჩეოდე ირგვლივ მყოფთაგან. თითქოს ყველაფერი გაქვს ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყობად, მაგრამ ეს გეცოტავება, რადგან გსურს ნაცნობ–მეგობრებისა დ...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა და სიამაყე ბადებს ფუფუნებისაკენ სწრაფვას, იმის სურვილს, რომ რამენაირად გამოირჩეოდე ირგვლივ მყოფთაგან. თითქოს ყველაფერი გაქვს ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყობად, მაგრამ ეს გეცოტავება, რადგან გსურს ნაცნობ–მეგობრებისა და ნათესავების წინაშე გამოფინო ნაირგვარი უსარგებლო ფუფუნების საგნები.
link
უფალმა გვიბრძანა საგულდაგულოდ დავფაროთ კეთილი საქმეები ადამიანთა თვალთაგან. თვით მოყვასის სიყვარულიც კი მსვერპლად შევწიროთ ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანი სხვის დასანახად ირჯება, მაშინ ამ კეთილ საქმეს პატივმოყვარეობის იარაღად აქცევს...
იხილეთ სრულად
უფალმა გვიბრძანა საგულდაგულოდ დავფაროთ კეთილი საქმეები ადამიანთა თვალთაგან. თვით მოყვასის სიყვარულიც კი მსვერპლად შევწიროთ ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანი სხვის დასანახად ირჯება, მაშინ ამ კეთილ საქმეს პატივმოყვარეობის იარაღად აქცევს და მკრეხელივით მოიწევს თავზე უფლის რისხვას, რამეთუ საქმე, რომელსაც კაცი უფლის სიყვარულით და მის სადიდებლად უნდა აღასრულებდეს, აღესრულება თვითგანიდების მიზნით, რაც შეურაცხყოფს უფალს; გამოდის, რომ უფლის სამსახურს ვამჯობინ...
link
არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივ...
იხილეთ სრულად
არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივმოყვარეობა მოითხოვს ქებას და დიდებას ადამიანთაგან.
link