ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
ბედნიერებას ყოველთვის არ ნიშნავს ის, რომ შენ დიდებული, ცნობილი, მდიდარი და ძლიერი ხარ, ხშირად ეს გამოცდაა შენი ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის.
ჰოი, ნეტავ ადამიანებს შეეძლოთ, გაიგონ, რომ ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე.
მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოვოს ჭეშმარიტი სიმშვიდით, შესაბამისად - ბედნიერებითაც.
ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით.
ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის საჭიროა ის, რასაც ყველგან და ყოველთვის ჩვენთან ყოფნა შეუძლია და რასაც ვერავინ მოკვდავთაგანი ვერც მოგვტაცებს და ვერც წაგვართმევს.
ნოეს კიდობნიდან გამოშვებულ მტრედს, არ შეეძლო, წყლის ტალღებზე ისეთი ადგილი ეპოვა, სადაც მისი ფეხი მოისვენებდა. ასევე, სული ყველა მიწიერ საგანში ვერ ჰპოვებს ისეთს, სურვილი რომ სრულებით დაიკმაყოფილოს და აისრულოს - ამ საგნების მერყეობ... იხილეთ სრულად
მონა ოხრავს იმიტომ, რომ არა აქვს თავისუფლება; თავისუფალი დარდობს, რომ არა ჰყავს მონები; ოქროს მთებიც კი ცოტაა ხარბისა და მომხვეჭელისთვის; კვარცხლბეკი დაბალია პატივმოყვარისთვის; სასახლეებიც ვერ იტევენ ადამიანურ სურვილებს, ისევე, რო... იხილეთ სრულად