განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხვევა!
მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.
განსაცდელები თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის მოწმეა. კაპიტნის სანაოსნო გამოცდილებას ქარიშხალი გამოაჩენს. ხოლო იმას, თუ ვინ არის ქრისტიანი, ღვთისმიერი მწუხარება გამოამჟღავნებს.
სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ... იხილეთ სრულად