ურჩობა, თვითნებობა - ციტატები, გამონათქვამები
ურჩობა, თვითნებობა - ციტატები, გამონათქვამები ურჩობა, თვითნებობა, გამონათქვამები, ციტატები
მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: "კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი ს... იხილეთ სრულად
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ე... იხილეთ სრულად
წერილი სულიერ შვილს. ამრიგად, რაკიღა გითხარი, რომ შენს გვერდით ვარ, მაშინ, როცა მრისხანებ, როცა მზად ხარ იფეთქო, საკუთარ თავს უთხარი: "ბერის სიყვარულის გამო, რომელიც იტირებს, როცა ამას შეიტყობს, არ გავბრაზდები და არ ვიურჩებ... იხილეთ სრულად
სიკვდილის ხსოვნა ყოველდღიური სიკვდილია. ამ ქვეყნიდან გასვლის მარადიული მოხსენება, ყოველწუთიერი გოდებაა. სიკვდილის შიში ადამიანური ბუნების თვისებაა, რომელიც ურჩობიდან გამომდინარეობს, ხოლო სიკვდილის ხსენებაზე თრთოლვა-კანკალი მოუნანი... იხილეთ სრულად
სულმოკლეობა მრავალ შვილს ბადებს: დრტვინვას, ურჩობას, ურცხვობას, ჩივილს, გმობას, სასოწარკვეთილებას და სხვა. ამპარტავნება და გაკერპება ჭეშმარიტი დები არიან, ისინი ათას შვილს შობენ. რომლებიც სულის დასაღუპად ერთიანდებიან
ამ ქვეყნიდან გასვლის მარადიული მოხსენება, ყოველწუთიერი გოდებაა. სიკვდილის შიში ადამიანური ბუნების თვისებაა, რომელიც ურჩობიდან გამომდინარეობს, ხოლო სიკვდილის ხსენებაზე თრთოლვა–კანკალი მოუნანიებელი ცოდვების ნიშანია.
ამპარტავნების გამო სნეული ვართ ცნობისმოყვარეობით, სიახლეებისადმი ლტოლვით, თვალთმაქცობით, სიჯიუტით, კამათისა და ჩხუბის სიყვარულით, ურჩობით, შურით, ეჭვიანობით, ბოროტმეტყველებით, უმადურობით.
სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს