ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები

ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირსხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა. კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან მრავალფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა. ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

35. ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი განზრახვაა არაკეთილი; ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ სიტყვასაც ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

186. არსებობს ჭეშმარიტების მთქმელი და უგუნურთაგან მოძაგებული, თანახმად მოციქულისა (იგავ.10.1), და არსებობს პირფერი, რომელიც უყვართ პირფერობისთვის, თუმცა არცერთი ეს მისაგებელი ხანგრძლივი არ არის, რადგან უფალი შესაბამი ჟამს თითოეულს... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

53. საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო. საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის

link
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

152. თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის გამო საკუთარ თავს განურისხდი და არა იმას, ვინც მათ წარმოთქვამს, რადგან სწორედ უკეთური სმენა განიკუთვნებს უკეთურ მაცნეს. თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის

link
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

82. არას ავნებს სიტყვათა უცოდინრობა იმას, ვინც უაღრესად ღვთისმოსავია, ისევე როგორც სიბრძნე სიტყვისა – იმას, ვინც გონებამდაბალია. არას ავნებს სიტყვათა უცოდინრობა იმას, ვინც

link

ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები

2