მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესის... იხილეთ სრულად
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელს... იხილეთ სრულად
მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც შეუძლია კაცს გაამტკიცოს თვისი სულიერი ზნეობითი ძალა.
მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ დაამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა, მიიზიდავს მას ცო... იხილეთ სრულად
მარხვა უნდა შევავსოთ და ცხოვრება ჩვენი დავაგვირგვინოთ წმინდა, სათნო ნაყოფითა ღვთის წინაშე. ჭეშმარიტი სრული მარხვა მდგომარეობს მიტევებასა შინა ბრალთა ძმათა, მოძულეთა და მტერთა. ჭეშმარიტი მარხვა არის ქველისმოქმედება, მოწყალება. „მარ... იხილეთ სრულად
კაცნი, რომელნი მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემზგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს და ღვთის წინააღმდეგობას არ იშლის. მართლა, რა სარგებელი არის გარეგანი, ხორციელი მარხვა, როდესაც შინაგანი ვნებანი და ცუდ... იხილეთ სრულად
მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა. უეჭველია, და ყოველს ბეჯითს ქრისტიანეს გამოუცდია, რომ მაძღარს კაცს, როდესაც სტომაქი სავსე აქვს საჭმლითა და სასმლითა, სრულიად არ შეუძლია არა თუ მონანება, არამედ უბრალო ლოცვის წართქმა გულმოდგინედ.
მარხვა არის თვალუხვევად შემასმენელი ცოდვათა. ცოდვა კაცს თვალს აუხვევს, ჭკუას უბნელებს, სინიდისს უძინებს. მარხვა, წინააღმდეგ მისსა, არის შემასმენელი ცოდვისა, ანუ მამხილებელი, გამამტყუნებელი ცოდვისა. რა სახით? ისე, რომ რაკი მარხვის ... იხილეთ სრულად
მარხვა არის დედა სიწმინდისა, მით, რომ იგი აღვირს უსხამს ყოველთა შინაგანთა, უწმინდურთა გულის თქმათა და ვნებათა, რომელნიცა არიან წყარონი და მიზეზნი თვით უწმინდურთა საქმეთა კაცთათა.
ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არცა ერთი. მართალია, დასაწყისში შედგომილი მარხვისა დაღონებულია, მოწყენილია, მეტადრე თუ უყვარდა ფრიადი ჭამა და სმა; მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს... იხილეთ სრულად