
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 39]
თემა:
მარხვა
მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს,
მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ დაამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა, მიიზიდავს მას ცოდვისადმი. რით არის უადვილესი დამშვიდება და დამორჩილება მისი, თუ არა მარხვით. მარხვა დაადუმებს ვნებათა, დააყენებს ღელვასა სისხლისასა.
|