კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
პატივმოყვარეობა მაშინაც კი დამღუპველია, როდესაც იგი ჯერ კიდევ ადამიანის სულშია დაფარული - როგორც ლპობა და მატლი ნაყოფის შიგნით. იგი კიდევ უფრო მეტად დამღუპველია, როდესაც გამომჟღავნდება იმ ადამიანის თავის ქებით, რომელიც ცნობილია თა... იხილეთ სრულად
ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისთვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება.
წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ (ლუკა 17, 10) და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება.
კეთილად ცხოვრება, კეთილის ქმნა და კეთილის ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ - ადამიანის ვალი უფლის წინაშე.
ყოველივეს აღსრულების შემდგომაც საკუთარ თავზე უნდა ვთქვათ: "მონანი ვართ უხმარნი" (ლუკა 17, 10) - როგორც ბრძანებს უფალი.
შენს მიერ ღვთის წინაშე მიტანილ ძღვენს უცქირე ისე, როგორც - ღვთის მიერ შენთვის ბოძებულ საჩუქარს.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).
ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად ჩათვლი, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელიც სახელმწიფო ფულის მიღებით თავს მდიდრად ჩათვლის.
თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, განა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი, რომელშიც დაინახე ეს კანონი; გულის გრძნობა, რომლითაც შეიყვარე იგი; სინდისის მოწმობა, რომელმაც ნება არ მოგცა, უარი გეთქვა მასზე ან და... იხილეთ სრულად