
წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 363]
თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, განა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი,
თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, განა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი, რომელშიც დაინახე ეს კანონი; გულის გრძნობა, რომლითაც შეიყვარე იგი; სინდისის მოწმობა, რომელმაც ნება არ მოგცა, უარი გეთქვა მასზე ან დაგევიწყებინა იგი; ნებისყოფა, რომლითაც შეძელი მისი აღსრულება; საშუალებები, რომლითაც აღასრულე იგი? ჩამოაშორე და მოაცილე შენს მიერ მითვისებულ სულიერ სიმდიდრეს ის, რაც ღვთისაგან მიიღე და შეხედე, დაგრჩება თუ არა რაიმე, გარდა - შენი მემკვიდრეობითი სიღატაკისა?
|