ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონე... იხილეთ სრულად
ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღა... იხილეთ სრულად
ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.
უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამქვეყნად, რომელიც ღვთის წინაშე სათნო იქნება; აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხონებისაკენ და რომელს – დაღუპ... იხილეთ სრულად
საშინელი ვნებაა მომხვეჭელობა, ყველაფრის ხელში ჩაგდებას ლამობს და ვერაფრით კმაყოფილდება, სულს, რომელსაც დაეუფლება, ბოროტების უფსკრულში გადაჩეხს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება. თუ გაძლიერდა, მისი დამარცხება შეუძლებელი გახდე... იხილეთ სრულად
ყოველგვარი ცოდვის სათავე ამპარტავნებაა, ხოლო ყოველგვარი ბოროტების ძირი – ვერცხლისმოყვარეობა: პირველი განგვაშორებს ღმერთს, ხოლო მეორე მიგვდრეკს ამქვეყნიურისაკენ.
სიმდიდრე ბოროტთათვის დაბრკოლებაა, ხოლო კეთილთათვის – სათნოებათა მოპოვების საშუალება