
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა, ბოროტება
მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა – ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდეც მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვინო ცოდვებით. მათ არ ეშინიათ ცოდვის ჩადენის და ცოდვას გამუდმებით ცოდვას ამატებენ. ჩვენ კი, როგორც გველთან ერთად დაძინების შეგვეშინდებოდა, ასევე უნდა გვეშინოდეს ცოდვისა