მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიურ...
იხილეთ სრულად
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიური მადლი გარდამოდის.
იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღი...
იხილეთ სრულად
იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღირსი ისიდორე პელუზიელი: "ღვთაებრივი საიდუმლოების მიღებას "ზიარება" იმიტომ ეწოდება, რომ მისი საშუალებით გვებოძება ერთობა ქრისტესთან და მისი მეუფების თანაზიარნი ვხდებით".
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარ...
იხილეთ სრულად
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ" (2 კორ. 6, 16).
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყ...
იხილეთ სრულად
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყველაზე საწყალობელ მდგომარებამდე მიჰყავს, ართმევს კეთილი საქმეების ჯილდოს; განსაკუთრებით ართმევს იგი ადამიანს ზეციური სამეფოს დამკვიდრების შესაძლებლობას
თუ ცხონება გვსურს, მაშინ მთელი ჩვენი სულიერი ძალებით უნდა გვიყვარდეს უფალი და სათნოებანი. ნუ დაგვავიწყდება ძმანო, რომ ამპარტავნება ხელს უშლის მადლის შემოსვლას ჩვენს გულებში და თუ იგი მაინც შემოაღწევს, მაშინვე გაძევებული აღმოჩნდება...
იხილეთ სრულად
თუ ცხონება გვსურს, მაშინ მთელი ჩვენი სულიერი ძალებით უნდა გვიყვარდეს უფალი და სათნოებანი. ნუ დაგვავიწყდება ძმანო, რომ ამპარტავნება ხელს უშლის მადლის შემოსვლას ჩვენს გულებში და თუ იგი მაინც შემოაღწევს, მაშინვე გაძევებული აღმოჩნდება.
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენშ...
იხილეთ სრულად
"თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენში ნებისმიერ კეთილ საქმეს. ადამიანს კი არა მარტო არ შეუძლია მისი დასრულება, არამედ რაიმენაირი კეთილი საქმის წამოწყებაც კი არ ძალუძს, თუკი გადაწყვეტს, რომ მადლის შემწეობის გარეშე იოლად გავიდეს.
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდუ...
იხილეთ სრულად
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდური და განსაცდელი თვით უფალსაც ჰქონდა უდაბნოში ყოფნის დროს და უწინარესად იქ განცხადდა მისი ძალა, სიბრძნე და მადლმოსილება.
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლო...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, სიმარტოვის მძიმე განცდასა და ყველანაირ მძიმე შიშს.
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გა...
იხილეთ სრულად
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.