აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად კაცი შეიტყობს, არა თუ მარტო იმას რა ცოდვა ქმნა, არამედ იმასაც, რა მიზეზისაგან წარმოდგნენ მისი ცოდვები, რა ხასიათი აქვს მათ და რა თვი... იხილეთ სრულად
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის სინდისისაგან მხილებული და იძულებული, პირველად თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, თავის უღირსებას პირუთვნელად ჯერ თავის გულში, და მერმე მოძღვარს აღუარებს თავის ცოდვას, ეტყვის, დამნაშავე ვარ ამ ცოდ... იხილეთ სრულად
თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა, თუ გადაწყვეტილად, გათავებით შეინანა კაცმა თვისი ცოდვა და აღსარებაში აღუარა მოძღვარსა, ამით მან განიშორა, გააგდო ცოდვა თვისი.
გონებაში გაეხსენი მეუფეს : "რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავს, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (1 მეფეთა 16.7)
აღსარება მისთვის დააწესა ღმერთმან, რომელ კაცი ცოდვილი შევა მონანებაში, აღუთქვამს ღმერთსა, რომელ ამიერითგან აღარა იქმს იმ ცოდვას და მიიღებს განტევებასა და შენდობასა თვისთა ცოდვათა.
უჩვენე მკურნალსა წყლულებაი შენი და გამოუცხადე მას ცოდვაი სულისა შენისაი, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინაბასა მიმცემელი
თუ გსურს აღსარება იყოს შენთვის ნაყოფიერი, კარგად გამოიკვლიე შინაგანი შენი მდგომარეობა, ხასიათი, ნაკლულევანება და ისე უთხრი შენს მოძღვარს აღსარება შენი.
„ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3). ისუ ზირაქი გვეტყვის, რომ აღსარებად ცოდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფერბლად ჩემდა, ... იხილეთ სრულად