ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
უკეთურ აზრს, როცა იგი კავშირს შეკრავს ძველ ხორციელ კაცთან, სულისთვის მოაქვს ორმაგი ზიანი. ზუსტად ასევე ეშმაკს, როცა იგი კავშირს შეკრავს კაცთან, ქვეყნიერებისათვის მოაქვს ორმაგი ზიანი.
გმობის აზრებით ეშმაკი ტანჯავს მგრძნობიარე ადამიანებს, რათა ისინი მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს.
ჩვენი გულის უდიდესი, მუდმივი შეცდომილება, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლივ, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვებრძოდეთ, ესაა მისი ფარული აზრი, რომ თითქოს ჩვენ შეგვიძლია სადმე, ოდესმე თუნდაც ერთი წუთით ვიყოთ ღვთის გარეშე.
ხოლო საცდურში ნურავინ იტყვის: ღმერთი მაცდუნებსო; ვინაიდან ღმერთი არ იცდუნება ბოროტით, და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩ... იხილეთ სრულად
ბოროტი ზრახვანი – თესლია ყოველგვარი ბოროტებისა. ამ თესლიდან აღმოცენდებიან ცოდვილი სიტყვები, ცოდვილი სურვილები, ცოდვილი საქმეები. გაიხსენე ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ: კაცმა დათესა კეთილი თესლი თავის მინდორში, ხოლო როცა ყველამ ... იხილეთ სრულად
ფრთხილად იყავი, როგორც კი ბოროტი აზრი გაგიელვებს გონებაში, მყისვე განდევნე, საშუალება არ მისცე შეყოვნდეს, ვინაიდან, თუ მცდარი აზრი გონებაში შეყოვნდება, გამორიცხული არ არის, გულშიც ჩაგივარდეს.
როცა მტერი გინერგავს უწმინდურ აზრებს, სულითა და გულით უპასუხე, რომ ურყევად გწამს მხოლოდ ერთი – ის, რასაც ქრისტე ამბობს წმინდა სახარებაში, და ისიც, რაც წმინდა მამებმა და მოციქულებმა გვითხრეს. შენი კი, სატანავ, არ მჯერა, ვინაიდან მა... იხილეთ სრულად
როგორ ვერბძოლოთ გარეშე აზრებს: ლოცვის ან სასულიერო თემაზე მსჯელობისას ერიდეთ თქვენს გუნებაში გარეშე აზრების მოძალებას. უბრძანეთ მათ – „სახელითა უფლისათა კრულ გყოფ!“ – და უკეთური აზრი მყისვე დაგემორჩილებათ. იესოს ლოცვითა და პირჯვრი... იხილეთ სრულად