
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
ბოროტი ზრახვები
ბოროტი ზრახვანი – თესლია ყოველგვარი ბოროტებისა. ამ თესლიდან აღმოცენდებიან ცოდვილი სიტყვები, ცოდვილი
ბოროტი ზრახვანი – თესლია ყოველგვარი ბოროტებისა. ამ თესლიდან აღმოცენდებიან ცოდვილი სიტყვები, ცოდვილი სურვილები, ცოდვილი საქმეები. გაიხსენე ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ: კაცმა დათესა კეთილი თესლი თავის მინდორში, ხოლო როცა ყველამ დაიძინა, მოვიდა მტერი და დასთესა ღვარძლი ხორბალს შორის (შეად. მათე 13,24). უფალი თითოეული ადამიანის გულში კეთილ ზრახვებს თესავს, მაგრამ, თუკი ადამიანი არ ფხიზლობს საკუთარი სულისათვის, როგორც დათესილი ყანისათვის, მაშინ იგი ჩაძინებული ადამიანის მსგავსია. და ვიდრე მას სძინავს, მოდის უფლისა და ადამიანის მტერი, ბოროტი სული და სთესს სულში ღვარძლს. ე.ი. – ბოროტ ზრახვებს. ბოროტი ფიქრებიდან ბოროტ სიტყვებამდე და საქმეებამდე ისევე მციერ მანძილია, როგორც მცენარის თესლიდან – ფესვამდე. შესაბამისად, ყველაფერი ორგანულად დაკავშირებულია. ამიტომაც, იყავ სადარაჯოზე. ხშირად დახუჭე თვალები და როგორც წმინდა ნიკიტა იტყოდა, „განიცადე ფიქრთა ზღვაში მცურავი ზრახვანი.
|