სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართ...
იხილეთ სრულად
სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართმევს.
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ სა...
იხილეთ სრულად
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ საათის მიხედვით მოეწყო თავისი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამაო იქნებოდა.
ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა - ანარქიამდე, დათმენა - ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა - სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი - ზნეობის დაცემამდე.
ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად და...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად დამღუპველი იყო, იმისდა მიხედვით, დროის როგორი სული ბატონობდა.
ძველი დრო გვაუწყებს, რომ მიდასი მხოლოდ ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ჩვენი საუკუნე კი ყველაფერს პირიქით აკეთებს - რასაც კი ოქროთი შეეხები, რადაც მოისურვებ, იმად აქცევ მას.
ცოცხალი თევზი წყლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, მკვდარი კი - ქვემოთ, წყლის ფსკერისკენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი ცოდვილი სამყაროს ნაკადის წინააღმდეგ მიდის, ცრუ კი - მისი სისწრაფით შეიქცევს თავს.