განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლ... იხილეთ სრულად
შვილო, მუდამ წესად გქონდეს თავის დადანაშაულება. ყოველი განსაცდელის დროს შენდობა მეტანიით პირველმა შენ ითხოვე. ასეთი პირველობით გვირგვინს მიიღებ და ძმის სინანულის მიზეზიც გახდები.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სიბინძურე არ დაგროვდეს და შესაბამისად, ძლიერი ქარიშხლებიც არ გახდეს აუცილებელი. ქარიშხალი წმინდანებსაც დაატყდებოდათ ხოლმე თავს, ოღონდ მას სხვა ბუნება, სხვა მიზანი ჰქონდა. ზოგჯერ განსაცდელით ისინი სიწმ... იხილეთ სრულად
ზოგჯერ, როცა განსაცდელს მოთმინებით გადავიტანთ, ვხედავთ, რომ ჩვენი სული მსუბუქი, მშვიდი და მხიარულია.
ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია. სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივ... იხილეთ სრულად
ჩვენი ამპარტავნება ხან აშკარაა, ხანაც ჩვენგან დაფარული და გაუცნობიერებელი. ვინაიდან ღმერთს ჩვენი განწმენდა სურს ამ უწმინდურებისგან, ის ქარიშხალს გაამძვინვარებს, რომ ჩვენს სულში უდებებით დალექილი სიბინძურე გამორიყოს.