ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რომელსა მხოლოსა აქუს უკვდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელეწიფების.
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ,. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს. მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა. ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩა... იხილეთ სრულად
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყე... იხილეთ სრულად
რა არის ღმერთი, ამის ახნსა არ შეგვიძლია. კეთილგონივრულად ვაღიარებთ, რომ ზუსტი შემეცნება არ გაგვაჩნია. ღვთისადმი მიმართებაში ჩვენთვის ყველაზე დიდი ცოდნა ჩვენი უმეცრების აღიარებაა.
რა არის ღვთისმიერი აზროვნება? ღვთისმიერი აზროვნება არის ჩხრეკის (განსჯის) გარეშე გონებაში მუდმივად პყრობა ერთ-ერთი ამ ჭეშმარიტებათაგანისა: უფლის განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგანმყოფობა და ა.შ.
მე ვიცი, რომ ღმერთი არსმყოფია, არსებულია მარადის, მაგრამ იმას, თუ რა არის მისი არსი, მე შემეცნებაზე მაღლა ვაყენებ.
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს შეადგენენ, და არც იმ აზრით, რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა მამაა და არა ძე,... იხილეთ სრულად
კარგია ქმნილება, მეტისმეტად კარგი, მაგრამ შეუდარებლად უკეთესია შემოქმედი, რომელმაც ესოდენ კარგებად შექმნა ისინი.
ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა.