22. ყველა უწმინდურ გულისზრახვას, ვნებათა გამო დახანებულს ჩვენში, დაღუპვასა და წარწყმედაში ჩაჰყავს გონება, რადგან ისევე როგორც დაიხანებს მშიერში აზრი პურის შესახებ შიმშილის გამო, მწყურვალში კი აზრი წყლის შესახებ წყურვილის გამო, ამგ...
იხილეთ სრულად
22. ყველა უწმინდურ გულისზრახვას, ვნებათა გამო დახანებულს ჩვენში, დაღუპვასა და წარწყმედაში ჩაჰყავს გონება, რადგან ისევე როგორც დაიხანებს მშიერში აზრი პურის შესახებ შიმშილის გამო, მწყურვალში კი აზრი წყლის შესახებ წყურვილის გამო, ამგვარადვე ხანგრძლივდება ჩვენში, ვნებათა მიზეზით, აზრი ფულისა და იმ სამარცხვინო გულისზრახვების შესახებ, საჭმელ–სასმელთაგან რომ აღმოცენდება. იგივე გამომჟღავნდება ცუდმედიდობის გულისზრახვათა და სხვა წარმოსახვათა შესახებ. ამასთ...
157. ფიქრისეული წადილი ძირია წყვდიადის მონათესავე ვნებებისა და სულიც, მოწადინების ფიქრში მყოფი, უმეცარია თავისი თავისა, _ რომ ღვთის შთაბერილობაა იგი, თუმცა კი აგრერიგად მიექანება ცოდვისაკენ, არ უფიქრდება რა, ეს უგუნური, სიკვდილის...
იხილეთ სრულად
157. ფიქრისეული წადილი ძირია წყვდიადის მონათესავე ვნებებისა და სულიც, მოწადინების ფიქრში მყოფი, უმეცარია თავისი თავისა, _ რომ ღვთის შთაბერილობაა იგი, თუმცა კი აგრერიგად მიექანება ცოდვისაკენ, არ უფიქრდება რა, ეს უგუნური, სიკვდილის შემდგომ უბედურებებს.
იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება, მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს, იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის. ძლიერი ძმარი ამჟავებული ღვინისაგან კეთდება; ძმრის სხვა, ხელო...
იხილეთ სრულად
იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება, მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს, იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის. ძლიერი ძმარი ამჟავებული ღვინისაგან კეთდება; ძმრის სხვა, ხელოვნური სახეები არც ისე ძლიერია. საშინელებაა, როდესაც ეშმაკი გარყვნილ ადამიანს შეეკვრება, მაშინ იგი ორმაგად ვნებს სხვებს, ისევე, როგორც ხორციელი ფიქრები, როდესაც ისინი ხორცს უერთდებიან, დიდად ვნებენ მას. იმისათვის, რომ ეშმ...
გინდა, ჩემო შვილო, გველის თავი შემუსრო? გულწრფელად თქვი შენი გულისსიტყვები აღსარებაზე. გულისსიტყვათა სიბოროტეშია ეშმაკის ძალა. ინახავ მათ? იმალებიან. დღის სინათლეზე გამოგაქვს? ქრებიან. და მაშინ უხარია ქრისტეს, წარემატება შინაგანი ...
იხილეთ სრულად
გინდა, ჩემო შვილო, გველის თავი შემუსრო? გულწრფელად თქვი შენი გულისსიტყვები აღსარებაზე. გულისსიტყვათა სიბოროტეშია ეშმაკის ძალა. ინახავ მათ? იმალებიან. დღის სინათლეზე გამოგაქვს? ქრებიან. და მაშინ უხარია ქრისტეს, წარემატება შინაგანი ლოცვა და მადლის ნათელი კურნავს, ამშვიდებს შენს გონებასა და გულს
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივ...
იხილეთ სრულად
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივე წინაგანგების შესაბამისად იმორჩილებს მრისხანებასა და გულისთქმას, ვინაიდან ყოველივე ბოროტების მიზეზი გულისთქმა და მრისხანებაა
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა. ეს ვნებათა ნისლია და მყისვე უნდა უარყო ღმრთის იმედით. მოძღვრისთვის გულისსიტყვათა გამხელით, იმაზე ფიქრით, რომ უფროსები ლოცულობენ და ღმერთს ევედრებიან შენ...
იხილეთ სრულად
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა. ეს ვნებათა ნისლია და მყისვე უნდა უარყო ღმრთის იმედით. მოძღვრისთვის გულისსიტყვათა გამხელით, იმაზე ფიქრით, რომ უფროსები ლოცულობენ და ღმერთს ევედრებიან შენთვის.მცირე მწუხარება, სიხარულითა და ცრემლებით განზავებული და გულში ნუგეშით - ღმრთის მადლისგანაა. მას სინანულისაკენ მივყავართ ყველაფერში, როგორც არ უნდა ვცოდავდეთ სიცოცხლის ბოლომდე
ეშმაკს, როგორც დახელოვნებულ ბოროტმოქმედს, ბერისა და ძმების სიძულვილი მოაქვს, რათა სიყვარულის კავშირი დაარღვიოს. მას ზიზღი მოაქვს ყველა მართალთან, რათა მათ ლოცვა შეაწყვეტინოს. რადგან მრავალთა ლოცვა მას კრავს და ძალას აცლის. ამ...
იხილეთ სრულად
ეშმაკს, როგორც დახელოვნებულ ბოროტმოქმედს, ბერისა და ძმების სიძულვილი მოაქვს, რათა სიყვარულის კავშირი დაარღვიოს. მას ზიზღი მოაქვს ყველა მართალთან, რათა მათ ლოცვა შეაწყვეტინოს. რადგან მრავალთა ლოცვა მას კრავს და ძალას აცლის.ამიტომ ის ეძებს რაიმე ხერხს ან საბაბს, რომ განამხოლოოს ისინი, ვინც მის გულისსიტყვებს უჯერებს და მამათა კრებულიდან გამოყოს. და ამის შემდეგ უკვე ბატონობს მათზე, როგორც თავის ხელქვეითებზე.აქედან შეიტყვე, რომ ეს ყველაფერი მაცთურის ხ...
იყავნ მარადის შიში ღმრთისა გონებასა შენსა...
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახუილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახუილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე...
იხილეთ სრულად
იყავნ მარადის შიში ღმრთისა გონებასა შენსა...
აწ უკუე შეირტყ ნაცვლად მახუილისა შიში უფლისაი, რამეთუ შიში ღმრთისაი ვითარცა მახუილი ორპირი განმკუეთელ არს ყოველსა გულის-თქმასა ბოროტსა. მოიგე უკუე მარადის შიში უფლისაი და მოიხსენე შიში სიკუდილისაი და დღე იგი საშინელი, ოდეს-იგი აღეგზნენ ცანი და დაიწუნენ სამყარონი, დადნენ და დაიხსნენ, და ქუეყანაი და საქმენი მისნი დაიწუნენ. რაჟამს დამოცუივენ ვარსკულავნი, ვითარცა ფურცელნი, მზე და მთოვარე დაბნელდენ. რაჟამს-...