ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.
მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მ... იხილეთ სრულად
უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონდ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგ არ დავინთქათ.
ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა, საერთოდ, ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედ... იხილეთ სრულად
არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა".
ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და მეცნიერი ტერტულიანე ერთ-ერთ ასეთ გზაზე მიგვანიშნებდა: სჯობია ადამიანმა ყური მიუგდოს თავისი სულის ხმას და მაშინ ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნება მისთვის უცნობი.