ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ძიება, გამონათქვამები, ციტატები
თუ შენ მენელსაცხებლეთა მსგავსად დილით უფლისათვის იღვიძებ და მისკენ სულით ისწრაფი, მაშინ, თუკი ვერ იხილავ მას, რჩევა-დარიგებას მაინც მიიღებ, თუ სად იხილო იგი
ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგან სუფევს, დატოვე ყოველივე და ეძიე მხოლოდ ის ერთადერთი და აუცილებლად ჰპოვებ მას
ეძიე ღმერთი ზეცაში ფიქრებით, გულში სიყვარულით, ღვთისმოსაობით ტაძარში, ყველგან ეძიე იგი - მისთვის განზრახული და აღსრულებული საქმეებით
ადამიანის დანიშნულება, რაკიღა ამქვეყნად გაჩნდა, ღმერთის პოვნაა. თუმცა მას არ შეუძლია მისი პოვნა მანამ, სანამ თავად ღმერთი არ იპოვის მას. „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“. მაგრამ ჩვენმა ვნებებმა დაგვიბრმავა სულიერი თვალი და ჩვენ ვერ ... იხილეთ სრულად
ეძიე უფალი, - მაგრამ არა საცხოვრებელი მისი..., სადაც უფალია, იქ სიბოროტე არ არის, ღვთიურის მიღებით ადამიანის გული ხარობს, ხოლო ეშმაკეულის მიღებით - შფოთავს
65. ვინც აღმოაჩინა, რომ გარეგანი შემთხვევები ღვთის სამართლიანობის შესაბამისად მოიწია მასზე, ამგვარ ვინმეს უფლის ძიებისას მოუპოვებია ცოდნაც სამართლიანობითურთ (შდრ. იგავ. 16.8).
18. ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში (ე.ი. რაღაც ბუნებისთვის უცხო ქმედებაში, რაც ... იხილეთ სრულად