უპოვარება - ციტატები, გამონათქვამები

უპოვარება - ციტატები, გამონათქვამები უპოვარება, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარჰყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარჰყოფს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება, ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისაგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი ბოლომდე იბრძოლოს ვინც სახმართმოყვარება დასძლია

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთა შორის ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხობაშია მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთა შორის ერთ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვერცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა. (1 ტიმ. 6, 10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს ვერცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა.

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

დიდია იგი, ვინც ღვთისათვის დატოვა თავისი ქონება, მაგრამ იგია ნეტარი, ვინც საკუთარი ნება მოიკვეთა, პირველი ასწილ ქონებას ან მადლს მიიღებს, მეორე კი საუკუნო ცხოვრებაში უმაღლეს დიდებას მოიპოვებს დიდია იგი, ვინც ღვთისათვის დატოვა თავისი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

უპოვარი მოღვაწე უვნებელობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ ბერი ჯერ კიდევ სწუხს ხორციელ საზრუნავზე, მას უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს უპოვარი მოღვაწე უვნებელობის შვილია, რაც კი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია, რომელმაც საკუთარ თავზე ზრუნვა ღმერთს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს, როგორც ღვთის ხელთაგან მოძღვნ... იხილეთ სრულად

link

უპოვარება, გამონათქვამები, ციტატები

2