თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმ...
იხილეთ სრულად
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამ...
link
მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია ერთხელ დაიღუპოს სიყვარულის გამო თავისი მოყვასის გადარჩენისას, ვიდრე გულგრილი აღმოჩნდეს და შეშინდეს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნით იტანჯოს. თანამოძმისათვის თავგანწირვა თავის თავში ქრ...
იხილეთ სრულად
მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია ერთხელ დაიღუპოს სიყვარულის გამო თავისი მოყვასის გადარჩენისას, ვიდრე გულგრილი აღმოჩნდეს და შეშინდეს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნით იტანჯოს. თანამოძმისათვის თავგანწირვა თავის თავში ქრისტესადმი დიდ სიყვარულს შეიცავს.
link
ისინი, რომლებიც თავიანთი წრფელი სიყვარულით მზად არიან თვით სიცოცხლეც გასწირონ თანამოძმეთა დასაცავად, ქრისტეს ბაძავენ; მუდამ უდიდესი გმირები არიან, რადგან სიკვდილსაც კი ეშინია მათი, რამეთუ მათ იგი არაფრად ჩააგდეს სიყვარულის გამო. ა...
იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც თავიანთი წრფელი სიყვარულით მზად არიან თვით სიცოცხლეც გასწირონ თანამოძმეთა დასაცავად, ქრისტეს ბაძავენ; მუდამ უდიდესი გმირები არიან, რადგან სიკვდილსაც კი ეშინია მათი, რამეთუ მათ იგი არაფრად ჩააგდეს სიყვარულის გამო. ამიტომაც იოლად აღწევენ სამარადისო ნეტარებას, რადგან სიკვდილზე იმარჯვებენ და საფლავის ქვის ქვეშ მარადისობის გასაღებს პოულობენ.
link
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13).
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობ...
იხილეთ სრულად
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვ. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში.
link
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, ისე შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვ...
იხილეთ სრულად
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, ისე შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13), - ბრძანებს უფალი.
link
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ც...
იხილეთ სრულად
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმი მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს.
link
წმიდა პავლინი, ნოლანის ეპისკოპოსი, ისეთი მოწყალე იყო, რომ მთელი თავისი ქონება ღატაკ თანამემამულეებს დაურიგა, რათა ვანდალებისგან ტყვეები გამოესყიდა. ბოლოს, როდესაც მართალ მამას მხოლოდ ფული კი არა, გასაყიდი სამოსიც აღარ დარჩა, მასთ...
იხილეთ სრულად
წმიდა პავლინი, ნოლანის ეპისკოპოსი, ისეთი მოწყალე იყო, რომ მთელი თავისი ქონება ღატაკ თანამემამულეებს დაურიგა, რათა ვანდალებისგან ტყვეები გამოესყიდა. ბოლოს, როდესაც მართალ მამას მხოლოდ ფული კი არა, გასაყიდი სამოსიც აღარ დარჩა, მასთან საბრალო ქვრივი მივიდა და ერთადერთი ვაჟიშვილის გამოსყიდვა სთხოვა. პავლინმა მთელ სახლში ეძება, კიდევხომ არაფერი ჰქონდა შემორჩენილი, მაგრამ ვერაფერი იპოვა და მტირალ დედას უთხრა:-საკუთარი თავის გარდა არაფერი მაბადია; ამი...
link
ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიე...
იხილეთ სრულად
ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიერება, რაც ყველაფრით აღელვებს მათ, არა - ვნებაზე იოლი გამარჯვება, არამედ - სიმამაცე, რომელიც ყველა დაბრკოლებასა და ხიფათს ამარცხებს, უდიდესი სულგრძელება - ნებისმიერი შეურაცხყოფისას. შეურყეველი სულის სიმტკიცე, რაც ყოველგვა...
link
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ ...
იხილეთ სრულად
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ შენ მისთვის, რამეთუ მანაც დასდო სული ჩვენთვის.
link