მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ი... იხილეთ სრულად
როგორც მწუხარების მოთმინებით, სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას.
ღმერთი არც ერთი სათნოებით არ ხარობს ისე, როგორც მაშინ, როცა ვინმე რაიმე მწუხარებაში ჩავარდება და ბოლომდე მოთმინებით იტანს მადლიერებით.
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ... იხილეთ სრულად
დაე, დიდი იყოს ჩვენი მწუხარება: მაგრამ ჯილდო, რაც მისთვის გვაქვს აღთქმული, შეუდარებლად დიდია. ნუთუ უარს ვიტყვით, დავითმინოთ მცირედი, იმისთვის, რომ უდიდესი მივიღოთ?
დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს