მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებ... იხილეთ სრულად
მტერთან ბრძოლის გარეშე სათნოება ჭკნება. მხოლოდ მაშინ ჩანს იგი, როცა მის ძალას მოთმინება გვიჩვენებს.
ჭრილობის სალბუნი, მაშინ მოქმედებს, როცა სნეული მოთმინებით ატარებს მას წყლულზე. სხვაგვარად საუკეთესო სალბუნიც კი, თუ უდროოდ მოაშორებენ წყლულიდან, სნეულს ვერ არგებს. იგივე შეიძლება ითქვას მწუხარებაზეც. თუ მწუხარებას არ დავითმენთ, მა... იხილეთ სრულად
უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება. შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმა... იხილეთ სრულად
უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა, და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელი ყოფნა და სიკვდილის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუ... იხილეთ სრულად
თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მ... იხილეთ სრულად
ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.
ცდუნებას მოთმინებითა და ლოცვით გაექეცი. თუ ამის გარეშე წინაღუდგები, მაშინ კიდევ უფრო ძლიერად დაგესხმება თავს.
საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია მიწაზე, გონიერება და დათმენა კი უპირველესი სათნოებები.