შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ...
იხილეთ სრულად
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ცოცხალმა არსებამ ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე იცხოვროს.
რწმენა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენ...
იხილეთ სრულად
"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ. დაე, ადამიანებმა უარყონ იგი, დაე, დაიხშონ გული მისი მადლის მიმართ, სული - მისი ნათლის წინაშე - იგი მაინც ერთგულია თავისი აღთქმების და მეფობს საუკუნოდ მთელ ხილულსა და უხილავ სამყაროზე.
ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას სა...
იხილეთ სრულად
ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას საკუთარი დაკვირვება გვიჩვენებს. ასეთივე თვისებისაა სწორედ ჩვენი წარმოდგენა სულიერი სამყაროს შესახებ. სრულყოფილად, სრულად და ღრმად მაშინ ვწვდებით, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, რწმენის გრძნობით ვეხებით მას. სულიერი საგნების შესახე...
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით ...
იხილეთ სრულად
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით უფრო ანათლებს და ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მორწმუნეებს, რაც უფრო გახსნილია მათი გონება და გული მისთვის.
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა...
იხილეთ სრულად
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს.